ახალი ამბები
მაშველებმა მტკვარში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მტკვარზე
ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად, 18 აგვისტოს
დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი
იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, "შეტყობინების შემოსვლისთანავე, პოლიციის და
სამაშველო ჯგუფების მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და მამაკაცის
ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო
შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც
თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს", - ნათქვამია
ინფორმაციაში.
გააზიარეთ :