ახალი ამბები
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის
გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თინათინ ბერძენიშვილი
დაინიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება არხის სამეურვეო საბჭომ მას
შემდეგ მიიღო, რაც ვასილ მაღლაფერიძემ გენერალური დირექტორის
თანამდებობა დატოვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციის
დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ ვასილ მაღლაფერიძემ
განცხადება დღეს, 18 აგვისტოს გაავრცელა.
ერთ-ერთი ვერსიით, მისი გადაწყვეტილება, შესაძლოა, პოლიტიკურ გეგმებს
უკავშირდებოდეს.
გააზიარეთ :