ახალი ამბები
ოკუპირებული ცხინვალში ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. "შინაგან
საქმეთა მინისტრის" იგორ ნანიევის ავტომობილს დაუდგენელმა პირებმა
ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია
დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ ცხინვალში, 8 ივნისის ქუჩაზე
მოხდა.
ე.წ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ადგილზე გვიანობამდე
მუშაობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, იგორ ნანიევი არ დაშავებულა.
გააზიარეთ :