ახალი ამბები
ფონიჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილების რიცხვი გაიზარდა
ქვემო ფონიჭალაში წუხელ მომხდარი
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად
საავადმყოფოში გადაყვანილი კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი
მცირეწლოვანი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში მოხდა, რა დროსაც 2
ადამიანი ადგილზე 2 კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
გარდაცვლილებს შორის 25 წლის ახალგაზრდა ქალი და მისი შვილები არიან.
ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მსუბუქი ავტომობილი
ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ქორწილიდან ბრუნდებოდნენ,
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გააზიარეთ :