ახალი ამბები
ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია - ბორჯომსა და ახალციხეში „ჭკვიანი კამერები“ არ ფუნქციონირებს
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ცნობით, მათ შეისწავლეს, ფუნქციონირებდა თუ არა ე.წ. "ჭკვიანი კამერები". დაკვირვება მოხდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქობულეთი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ბორჯომი, ახალქალაქი, ქარელი, კასპი, ყვარელი, ახალციხე, სამტრედია, მცხეთა.
მათი ინფორმაციით, არცერთ შემთხვევაში, არცერთ მუნიციპალიტეტში კამერების მიერ დარღვევაზე რეაგირება არ მომხდარა, რითაც გავრცელებული ინფორმაცია ვიდეოკამერების გამორთვისა და გაუმართაობის შესახებ დადასტურდა.

როგორც საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში განმარტავენ, შესწავლის მეთოდოლოგია ვიდეოკამერასთან გაიარა იმ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელსაც პერიოდული ტექ-ინსპექტირების გავლის ვადა უკვე ამოწურული (გადაცილებული) ჰქონდა და კანონით მათზე უნდა გატარებულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.

"არცერთ შემთხვევაში, არცერთ მუნიციპალიტეტში კამერების მიერ დარღვევაზე რეაგირება არ მომხდარა, რითაც გავრცელებული ინფორმაცია ვიდეოკამერების გამორთვისა და გაუმართაობის შესახებ დადასტურდა. აღნიშნულს, საუბარში ადასტურებენ იმ რაიონის მცხოვრებლები და მძღოლებიც. დიდი ალბათობით ვიდეოკამერების მიერ არ ხდება სრულფასოვანი რეაგირება საგზაო მოძრაობის წესების სხვა დარღვევებზეც, მაგრამ ასოციაციის მიერ გადამოწმდა მხოლოდ ერთი პარამეტრი-ავტოსატრანსპორტო საშუალება რომელსაც არ გაუვლია ტექ-ინსპექტირება. კანონის არაღსრულება ტექ-ინსპექტირების რეფორმასაც უქმნის საფრთხეს, შედეგად ბოლო პერიოდში ინსპექტირების ცენტრებში მომხმარებელთა მიმართვიანობა იკლებს შეუქცევადად.

საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და ამ შემთხვევებში დასახიჩრებულ/დაღუპულ მოქალაქეთა რაოდენობა საგანგაშოა და ეს მაჩვენებელი თითქმის ყველაზე უარესია ევროპის მასშტაბით. მიუხედავად კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებისა, 2020 წლის 6 თვეში დაიღუპა 203, ხოლო დაშავდა 3 000-მდე ადამიანი. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ტურისტულ ზონებში, იქ სადაც საგზაო მოძრაობა ინტენსიურია (მაგალითად ქობულეთი, ბორჯომი, სამტრედია) ვიდეოკამერების გაუმართაობა უარყოფითად აისახება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ "ჭკვიანი კამერების" განთავსების პროგრამას და მიგვაჩნია რომ საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ვიდეოკამერების შეფერხებით მუშაობა და პროგრამულად გათიშვა შემაშფოთებელ ფაქტად რჩება. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ!", - აღნიშნულია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის განცხადებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.