ახალი ამბები
მესტიაში საკარანტინო შეზღუდვებს შსს თანამშრომლები აკონტროლებენ
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს
მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური
რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის
მუნიციპალიტეტში:
შს სამინისტროს ინფორმაციით, ეს
გულისხმობს იმას, რომ მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელი იქნება,
მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი
მოქალაქეები ვალდებული იქნებიან გაიარონ კარანტინი.
დამატებითი რეგულაციები საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა, დაბა
მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც
გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა
სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24
საათის განმავლობაში გააკონტროლებენ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა
და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში მოახდენენ პატრულირებას.
სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების
შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ
მაქსიმალურად დაეხმარებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა პირმა უნდა
დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნები", - ნათქვამია
ინფორმაციაში.
გააზიარეთ :