ახალი ამბები
დმანისის მერი პარტიიდან გარიცხეს
"ქართული ოცნება - დემოკრატიული
საქართველოს" სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის
რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე
დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა
გარიცხული.
ამის შესახებ ნათქვამია მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"
განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული
დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ "ქართული
ოცნების" კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის
მხარდაჭერაში.
გააზიარეთ :