ახალი ამბები
ლიკანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 36 წლის ქალი გარდაიცვალა
36 წლის ქალი, რომელიც ლიკანში
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად
დაშავდა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში 8 აგვისტოს
გარდაიცვალა,
მოტეხილობებითა და თავის ტვინის
შეშუპებით ბორჯომის კლინიკიდან პაციენტი თბილისში 1 აგვიეტოს
კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს. ოპერაციის შემდგომ
პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 1
აგვისტოს ბორჯომში, კერძოდ ლიკანის ტერიტორიაზე მოხდა. ერთმანეთს
ახალციხის სამგზავრო სამარშრუტო ტაქსი და სუპერმარკეტების ქსელის
"მაგნიტის" სადისტრიბუტორო ავტომანქანა შეეჯახნენ. ავარიის
შედეგად 12-ივე დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში იყო
მოთავსებული.
გააზიარეთ :