ახალი ამბები
მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურებს.
მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს
კომუნალურ გადასახადებს
ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურებს.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი
გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
"იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან
სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო
გადაწყეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით ეს
პროგრამა გაგრძელდეს ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ეს იქნება
ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. იგივე პრინციპით როგორც
აქამდე იყო - 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი
გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. ჩვენს
შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ პროგრამულად შესაძლებლობა
ასეთ დახმარებაზე თქვან უარი",- განაცხადა გახარიამ
გააზიარეთ :