ახალი ამბები
ავარიის დროს დაშავებული ბორჯომელი ქალის მდგომარეობა მძიმეა
გუშინ, 1 აგვისტოს, ბორჯომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო, ჯერ ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში კატასტროფის ბრიგადით გადაიყვანეს. 36 წლის ბორჯომელი ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. საავადმყოფოს ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

"პაციენტი შემოვიდა პოლიტრავმით. აღენიშნებოდა ქალა ტვინის დახურული ტრავმა და დიფუზურ აქსონალური დაზიანება, თავის ტვინის შეშუპება, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მარჯვენა მხრის ძვლის მოტეხილობა და ტრავმული შოკი. ჩაუტარდა ბარძაყის და მხრის ძვლის მოტეხილობების ფიქსაცია და ორმხრივი დეკომპრესული ტრეპანაცია. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე"
- განუცხადეს Borjomi.tv-ს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეგახსენებთ, გუშინ, 1 აგვისტოს ბორჯომში, კერძოდ ლიკანის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ახალციხის სამგზავრო სამარშრუტო ტაქსი და სუპერმარკეტების ქსელის "მაგნიტის" სადისტრიბუტორო ავტომანქანა შეეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლების მანქანიდან ამოყვანა გართულდა. 12-ივე დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში იყო მოთავსებული.

12 ადამიანიდან, ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო. მგზავრმა, რომელიც თბილისი-ახალციხის მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ტაქსიში იჯდა, ქალა ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გუშინ დღის ბოლომდე, ადგილობრივი საავადმყოფო დატოვა ხუთმა პაციენტმა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ შვიდი დაშავებული დარჩა. ამჟამად, ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მკურნალობას ორი პაციენტი აგრძელებს.

ამავე თემაზე:

ბორჯომში ავარიის დროს დაშავებული ქალი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა

ბორჯომში ავარიის დროს დაშავებულებიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა

"მძღოლები იყვნენ შიგნით, სანამ კარები არ ჩაჭრეს, ვერ ამოიყვანეს" - ავარიის დეტალები ბორჯომიდან

ავარიის შედეგად დაშავებული ყველა მგზავრი და ორივე მიკროავტობუსის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი

საზარელი ავარია ბორჯომში, არიან დაშავებულები



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.