ახალი ამბები
ადიგენის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ლ.პ დააკავა და ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დგინდება, რომ ლ.პ-მ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბანში სხვადასხვა დროს მოიძია კომერციული მიზნებისთვის ხელსაყრელ ადგილას სახელმწიფოს კუთვნილი 2000 კვ.მ. და 0,51 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ადიგენი-ხულოს ცენტრალურ საავტომობილო გზასთან ახლოს მდებარეობს, რომელთაგან ერთი - 2014 წელს, ხოლო მეორე - 2017 წელს წარადგინა საჯარო რეესტრში მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად. 2014 წელს ლ.პ-მ ბოლომდე ვერ მიიყვანა დანაშაულებრივი ქმედება, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გამოააშკარავეს მისი განზრახვა, რაც შეეხება 2017 წელს, ლ.პ.-მ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის გზით, მოტყუებით მოახერხა დაეუფლებოდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს მიადგა 40139,9 ლარის ოდენობის ზიანი.

ლ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მცდელობა, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ლ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.