რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის
გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა.
მთავრობის ადმინისტრაციში აცხადებენ, რომ ჯაფარიძემ თანამდებობა
პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მათივე ცნობით, ჯაფარიძემ შესაბამისი განცხადებით, თანამდებობიდან
გადადგომის თაობაზე მთავრობას დღეს მიმართა.