შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო
ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური
პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის
დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი
დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
"მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 2002 წელს
დაბადებული ვ.პ., 1994 წელს დაბადებული ა.მ., 2001 წელს დაბადებული
ა.ი., 1998 წელს დაბადებული ლ.ა., 1973 წელს დაბადებული ა.მ., 2002
წელს დაბადებული ე.მ., 1982 წელს დაბადებული ე.ფ., 1989 წელს
დაბადებული დ.მ. და 1993 წელს დაბადებული რ.ა.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები სისტემატიურად ყიდდნენ
ნარკოტიკულ საშუალებებს. სამართალდამცველებმა,
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს
ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" საკონტროლო
შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას,
94 შეკვრა "ჰეროინი", ასევე, ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი", 16
000 ლარამდე თანხა და მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები
ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის
"ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ასევე 273-ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვა-გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების ექიმის
დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს",-აღნიშნულია შსს-ის მიერ
გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.