ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის
და „საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ სამსახურის ინიციატივით, ბორჯომიდან
ახალციხემდე, აბიტურიენტები
ეროვნული გამოცდების დღეებში უფასოდ
იმგზავრებენ.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტი" აბიტურიენტებს და მათ გულშემატკივრებს,
გამოცდის დამთავრებამდე დაელოდება და მათ ბორჯომში დაბრუნებას
უზრუნველყოფს. (პირველი სესია)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით
ზაალიშვილის განმარტებით, 6, 7, 8,9 10, 11 ივლისს, მუნიციპალური
ავტობუსები ახალციხის მიმართულებით, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან,
დილის 07:00 საათზე გავლენ.
შემდგომი გამოცდების დღეების განრიგის შესახებ ინფორმაცია მომდევნო
დღეებში გახდება ცნობილი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს.