პირველად ისტორიაში კოსმოსში კერძო ხომალდი გაუშვეს.
პირველად ისტორიაში კერძო ხომალდი
კოსმოსში SpaceX -მა და NASA-მ გაუშვეს.
Crew Dragon -ის ისტორიული გაშვება,რომელშიც ასტრონავტები ბობ ბენკენი
და დუგ ჰარლი სხედან, წარმატებით განხორციელდა.
როგორც SpaceX - ის ინჟინერმა ლორენ ლაიონმა განაცხადა, გაფრენამ
შესანიშნავად ჩაიარა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე
ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტით გაემგზავრნენ,
გაფრენა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ასტრონავტების გაშვება 28 მაისს იგეგმებოდა, თუმცა უამინდობის გამო,
გადაიდო.