ბორჯომი COVID-19-გან უსაფრთხო ტურისტულ ზონებში მოიაზრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული
გეგმის წარდგენისას ქვეყანაში COVID-19-გან უსაფრთხო ზონებზეც
ისაუბრა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა: „საქართველოს აქვს
შესაძლებლობა გამოყოს კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები. ეს
შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი,
განსაკუთრებით ის კურორტები, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირდებოდნენ,
როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი
ზონები“.