ახალციხის აგრარული ბაზარი გაიხსნა
ახალციხის აგრარული ბაზარი გაიხსნა. აგრარული ბაზრის შესასვლელში
მოქალაქეთა თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, მოწყობილია დეზობარიერი,
გამიჯნულია შესასვლელი და გამოსასვლელი,
ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებლები პირბადით გადაადგილდებიან,
კონტროლდება სავალდებულო 2 მეტრიანი დისტანცია. ბაზარში არსებულ
მდგომარეობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ
ამირანაშვილი, ადგილზე გაეცნენ.
თერმოსკრინინგის პროცესის მონიტორინგს ახალციხის მუნიციპალიტეტის
მერიის თანამშრომლები ახორციელებენ და მოქალაქეებს სოციალური
დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. სავაჭრო ობიექტის გახსნის
გადაწყვეტილება, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის
საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების
ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში იქნა მიღებული.