ახალი ამბები
8 მილიარდი აშშ დოლარი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად
ევროკავშირის მასპინძლობით გაიმართულ ვირტუალურ კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებმა კორონავირუსის სააწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისა და ვირუსის დიაგნოზირებისა და მკურნალობისთვის 8 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის პირობა დადეს. გავრცელებული ინფორმაციით, 4.4 მილიარდი აშშ დოლარი ვაქცინის შექმნას მოხმარდება, 2 მილიარდი -მკურნალობის მეთოდების განვითარებას, 1.6 მილიარდი კი- ტესტების წარმოებას.
8 მილიარდი აშშ დოლარიან 1 მილიარდს ევროკავშირი გამოყოფს, ამავე რაოდენობის თანხის გამოყოფას აპირებს ნორვეგიაც, საფრანგეთმა 500 მილიონი აშშ დოლარის დონაციის პირობა დადო, შვეიცარიამ - 381 მილიონის, 226 მილიონს გამოყოფს ავსტრალია, ნიდერლანდები - 209.5 მილიონს, იტალია - 152.7 მილიონს, ისრაელი - 60 მილიონს, სამხრეთ კორეა - 50 მილიონს, ქუვეითი -40 მილიონს.
სხვადასხვა რაოდენობის თანხას გამოყოფენ სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, ლუქსემბურგი, შვედეთი, პორტუგალია, ხორვატია, ფინეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვენია, ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, თურქეთი, მონაკო და ჩინეთი.
ვირტუალურ კონფერენციაში მონაწილეობა 40-მდე ქვეყანამ და დონორმა მიიღო. ევროკავშირის გარდა ღონისძიების მასპინძლები იყვნენ კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, საუდის არაბეთი, ნორვეგია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო. აშშ-სა და რუსეთს სამიტში მონაწილეობა არ მიუღიათ.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.