საქართველოში კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-9 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე უკვე აისახა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 58 წლის პაციენტია, რომლის
მდგომარეობაც კრიტიკული იყო.
რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მათი რაოდენობა 24 საათში 7-ით
გაიზარდა და 589 გახდა. გამოჯანმრთელებულია 221 ადამიანი.