საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მათი რაოდენობა 24 საათში 7-ით
გაიზარდა და 589 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 5066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 528 პირი. 8 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან
სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.