კორონავირუსის 589 დადასტურებული შემთხვევა საქართველოში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კიდევ
7-ით გაიზარდა და 589 შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია
5066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 528 პირი.
ინფორმაციისთვის, 589 ადამიანიდან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.