ესპანეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება
ესპანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას პირბადის
გამოყენება სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“
ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალი რეგულაცია ძალაში ორშაბათიდან შევა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, ხელისუფლება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოკაციებზე 6 მილიონი პირბადის დარიგებას
აპირებს, 7 მილიონი პირბადე კი ადგილობრივ ხელისუფლებებს
გადაეცემა.
შეგახსენებთ, ესპანეთში კორონავირუსის 216 500 მეტი შემთხვევაა
დარეგისტრირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 25 000-ს აჭარბებს.