კორონავირუსის 582 დადასტურებული შემთხვევა საქართველოში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24
საათში 16-ით გაიზარდა და 582 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია
5025 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 540 პირი.
ინფორმაციისთვის, 582 ადამიანიდან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 7
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.