111-ის ოპერატორები მხოლოდ ბავშვთა საკითხებზე იქნებიან ორიენტირებულნი
პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ცხელი ხაზი, მხოლოდ ბავშვთა
საკითხებზე იქნება ორიენტირებული და 24 საათის განმავლობაში ბავშვებსა
და მათ მშობლებს პრობლემურ საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერძე
გავრცელდა.
111 - ის ოპერატორები, ცხელ ხაზზე შემოსულ ყველა შეტყობინებას
დაამუშავებენ და საჭიროების შემთხვევაში პრობლემის მოსაგვარებლად,
შესაბამის უწყებებს ჩართავენ.
111-ი ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს, სადაც ასევე შესაძლებელია
ბავშვთა ფსიქოლოგის კონსულტაციის მიღება.
ცხელი ხაზი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატვით, ჯანდაცვის სამინისტროს
მუშაობით და გაეროს ბავშთა ფონდის ფინანსური დახმარებით შეიქმნა.
ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი 111 უფასოა და ის არა მარტო პანდემიის
პირობებში, არამედ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედების შემდეგაც
იზრუნებს მომავალ თაობაზე.