566 ინფიცირებული საქართველოში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო
24 საათში 27-ით გაიზარდა და 566 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის
განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5243 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 550 პირი.
ინფორმაციისთვის, 566 ადამიანიდან 184 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.