მსოფლიოში კორონავირუსისგან მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა
მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მილიონს
გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯონს ჰოპკინსის
უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით 3.2 მილიონ ადამიანზე
მეტია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 233 000-ია.
დაინფიციებულთა და დაღუპულთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ დგას,
სადაც კორონავირუსის 1 069 534 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია
63 000-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 155
737-ია.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, დაინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი
ლიდერობს, სადაც ვირუსის 239 639 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია
24 543 და გამოჯანმრთელებულია - 137 984 ადამიანი.
ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა იტალიაშია დაფიქსირებული, სადაც
კორონავირუსს 27 967 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაინფიცირებულთა
საერთო რაოდენობა - 205 463, გამოჯანმრთელებულთა კი -75 945-ია.
დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე
დგას დიდი ბრიტანეთი, სადაც ვირუსს 26 771 ადამიანი ემსხვერპლა,
დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი - 171 253-ია.
167 178 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული საფრანგეთში,
გარდაცვლილთა რაოდენობა - 24 376, გამოჯანმრთელებულთა კი - 49
476-ია.
დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით, ევროპის ქვეყნებს შორის
პირველ ხუთეულშია გერმანია, სადაც ვირუსის 163 009 შემთხვევაა
დადასტურებული, დაღუპულია 6 623 და გამოჯანმრთელებულია 123 500
ადამიანი.