,,ამ ეტაპისთვის ეპიდემია შევაკავეთ'' - ამირან გამყრელიძე
ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო,
დაველოდოთ, მაგრამ თამამად ვამბობ, ამ ეტაპისთვის გარკვეულად
შევაკავეთ ეპიდემია , - ამის შესახებ საქარველოს დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან
გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეპიდემია ქვეყანაში არის, „მაგრამ შეკავების ფაზა დიდხანს
გახანგრძლივდა“.
გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შესაბამისი ღონისძიებები
კომპლექსურად და დროულად ამუშავდა, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა
ხდებოდა მსოფლიოში და უკვე იანვრიდან მიმდინარეობდა მზადება.