მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეში 1000-ზე მეტი „პისიარ“ ტესტი ჩატარდება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საბჭომ მიიღო
გადაწყვეტილება, საქართველოში, დღეში 1000-ზე მეტი „პისიარ“ ტესტი
ჩატარდეს.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ამის საშუალება ქვეყანაში არის და ის
ჩატარდება იმ გაიდლაინების მიხედვით, რომელიც დღეს საბჭოზე
დამტკიცდება.
„დღევანდელი მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღიურ
რეჟიმში უკვე საქართველოში ჩატარდება 1000-ზე მეტი „პისიარ“ ტესტი.
ამის საშუალება ქვეყანაში არის და სწორედ იმ რისკ ჯგუფებში, იმ
გაიდლაინის მიხედვით, რომელიც დღეს დამტკიცდება საბჭოს მხრიდან,
იქნება ეს ტესტირება უფრო მეტად გაფართოებული“, - განაცხადა
ტიკარაძემ.