მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა
მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა. ამის შესახებ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა
თოდრაძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, იანვარი-მარტის საშუალო რეალური ზრდა 1.5%-ით
განისაზღვრა.
„წინასწარი შეფასებით, მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა
და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 2.7%-იანი შემცირება. შესაბამისად,
პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 1.5%-ია“,-აღნიშნა
თოდრაძემ.
მისივე თქმით, შემცირება გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში
მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის გარდა. '