ახალციხეში COVID-19 კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა
ახალციხის ცხელების ცენტრში მოთავსებული პირებიდან ერთ-ერთს,
კორონავირუსი დაუდასტურდა.
გუშინ, 29 აპრილს, ლუგარის ლაბორატორიაში საკვლევად 14 პირის
ბიოლოგიური მასალა გააგზავნეს, აქედან კორონავირუსი მხოლოდ ერთ
მათგანს დაუდასტურდა. დაინფიცირებული კლინიკა "იმედში"
საკარანტინე ზონიდან, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით
შეიყვანეს. დაინფიცირებული ადგილობრივი არ არის,
სამცხე-ჯავახეთში ორკვირიანი კარანტინის გასავლელად ჩამოიყვანეს
, ახლა კი სამკურნალოდ დაწესებულებაშია მოთავსებული
.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ახალციხეში პირველ პაციენტს 25 აპრილს
დაუდასტურდა. მეორე შემთხვევა 29 აპრილს გამოვლინდა, მესამე კი დღეს.
სამივე მათგანი ცხელების ცენტრში საკარანტინე ზონიდან შეიყვანეს.