საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 17:18 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური
მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი
დაბა ქედასთან 6კმ-ში, სოფელი ქოქოლეთიდან 2 კმ-ში დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3,9 მაგნიტუდა შეადგინა.