საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 517-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით
გაიზარდა და 517 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ
შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5153 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 549 პირი.
ინფორმაციისთვის, 517 ადამიანიდან 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.