თვითდასაქმებულები 300 ლარიანი დახმარების მოლოდინში
16:18 / 28.04.2020
არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ან თვითდასაქმებული მოქალაქეები,
რომლებმაც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგეს ერთჯერადად 300 ლარს
მიიღებენ.
ეს კი შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში
მოხდება-აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ ეკონომიკური
გეგმაში. თუმცა მოქალაქეებისთვის ამ დრომდე გაუგებარია, როგორ მოხდება
მოქალაქეთა იდენტიფიცირება, როცა თვითდასაქმებულთა ბაზა არ
არსებობს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას განცხადებით იმ
თვითდასაქმებული ადამიანების იდენტიფიცირებისთვის, ონლაინ პორტალი
იქმნება, სადაც მოქალაქეები პერსონალური ინფორმაციის მითითებას და
შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთავს შეძლებენ, შემდეგ კი კომისიის
მიერ განხილვისა და დოკუმენტების ვალიდურად ცნობის საფუძველზე, ისინი
300 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.
მალე საქართველოში ე.წ. სურსათის
ბანკი შეიქმნება, რაც დონაციაში უფასო სურსათის გადანაწილების
პროცესის ორგანიზებულობას და მოსახლეობისთვის მიწოდებას
გულისხმობს.
საქართველოს მოქალაქეებმა მიმდინარე
წლის მესამე კვარტალში უცხოეთში მოგზაურობისას 675.9 მილიონი ლარი
დახარჯეს. საქსტატის მონაცემებით, საშუალოდ ერთი ვიზიტი 1 120 ლარი
ჯდებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.