თელავის ბაზარი 3 000 ლარით დაჯარიმდა
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის
განცხადებით, თელავის ბაზრის ადმინისტრაციამ დადგენილი რეკომენდაციები
არ შეასრულა და ბაზარი თვითნებურად გახსნა, რის გამოც 3 000 ლარით
დაჯარიმდნენ.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ბაზარი დღეს, მას შემდეგ
დაიკეტება, რაც მოვაჭრეები შეტანილ საქონელს ამოყიდიან.
„ადმინისტრაციამ ბაზარი თვითნებურად, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან
და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეუთანხმებლად გახსნა.
ადმინისტრაციას არ აქვს შესრულებული ყველა ის პირობა, რომელიც
აგრარული ბაზრის გახსნას წინ უნდა უძღვოდეს. ამ დარღვევის გამო,
მუშაობა შეუჩერდება და ვიდრე ყველა პირობა არ შესრულდება, რასაც
სურსათის ეროვნული სააგენტო და კორონავირუსთან ბრძოლის საწინააღმდეგო
პროტოკოლები ითვალისწინებს, არც ერთი ბაზრის, მათ შორის, თელავის
ბაზრის მუშაობა არ განახლდება''.