თბილისის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
თბილისის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. აღნიშნული
თანამდებობა კახა ბუხრაძის ნაცვლად, ლაშა ჯოხაძემ დაიკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, კახა ბუხრაძე
მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელებს, ის
მანამდე, პარალელურად, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსიც იყო.
უწყების განმარტებით, თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი
სამმართველოს უფროსის თანამდებობა ცალკე გამოიყო და სწორედ აღნიშნულ
პოსტს ლაშა ჯოხაძე დაიკავებს.