საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის კიდევ 115 ფაქტი გამოვლინდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის
განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის
საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ.
კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 68
მოქალაქე დააჯარიმა.
მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი
გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით
გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 23 პირი დააჯარიმეს.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო
სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური
დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 23 მოქალაქე დააჯარიმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ
შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული,
შესაბამისი ზომები.