საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 496-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10-ით
გაიზარდა და 496 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4
833 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პირი.
ინფორმაციისთვის, 496 ადამიანიდან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.