ამერიკის მთავრობა საქართველოს 64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას იწყებს.
ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia საქართველოს 64 მილიონ
დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას იწყებს.
ინფორმაციას აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით
USAID/Georgia იწყებს $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას
საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და
ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად.
ეს დაფინანსება აშშ-საქართველოს შორის არსებული განვითარების
ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია",- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს
ინფორმაციაში.