ვინ გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას, პრემიერ-მინისტრმა
აღნიშნა, რომ ყველა შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი
მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას.
გეგმის მიხედვით, 6 თვის განმავლობაში, 750 ლარის ოდენობის ხელფასი
სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან.
1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება
საშემოსავლო გადასახადისაგან.
ამისათვის დაიხარჯება 250 მილიონი ლარი.
ხოლო, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები,
შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მიიღებენ ერთჯერად
დახმარებას 300 ლარის ოდენობით. განსაზღვრულია დაახლოებით 75 მილიონი
ლარი.