ბორჯომში სასმელი წყლის მოწოდება 18:00 საათისთვის აღდგება
ბორჯომის მოსახლეობის 80 პროცენტს,
ამ დროისთვის სასმელი წყალი არ მიეწოდება.
„გუშინ, პატარა პარკის ტერიტორიაზე, დაზიანდა წყლის
ცენტრალური მაგისტრალი, ამიტომ იძულებული გავხდით დღეს დილიდან
დაგვეწყო მუშაობა და შევწყვიტეთ სასმელი წყლის მიწოდება“ -
განაცხადა ტელეკომპანია ბორჯომთან საუბრისას, გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის, ბორჯომის სერვის-ცენტრის მენეჯერმა,
ვახტანგ ლაცაბიძემ.
ლაცაბიძის განცხადებით, ამ წუთებშიც მიმდინარეობს მუშაობა და დღის
ბოლოსთვის ქალაქს წყალი მიეწოდება.