წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:15 საათზე ჩამოიტანენ
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 14:50
საათზე გადმოვიდა.
უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი
იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც აღმოსავლეთ
მართლმადიდებლურ ეკლესიებს წარმოადგენენ.
მაცხოვრის ტაძრიდან ცეცხლს საქართველოში, სამების საკათედრო ტაძარში
დღეს 18 აპრილს, თბილისის დროით 23:15 საათზე ჩამოიტანენ და
სხვადასხვა ტაძრებში წაიღებენ.
თვითმფრინავი, რომლითაც თელ-ავივიდან თბილისში წმინდა ცეცხლს
ჩამოიტანენ, საქართველოს მიმართულებით უკვე გამოფრინდა.