ამჟამად, ახალდაბაში სამართალდამცველები პატრულირებას ახორციელებენ.
შსს-ს წარმომადგენლები იმ პერიმეტრს აკონტროლებენ, სადაც
კოვიდინფიცირებულის ოჯახი ცხოვრობს. ჩაკეტილია აღნიშნული უბანი.
ხოლო ახალდაბის ჩაკეტვის საკითხი იმ შემთხვევაში განიხილება, თუ
კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტებს COVID 19 დაუდასტურდებათ.
ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ
ამირანაშვილმა ტელეკომპანია "ბორჯომთან" განაცხადა.
ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. Covid-19 დაბა
ახალდაბაში ახალგაზრდა კაცს დაუდგინდა. 30 წლამდე კაცი სავარაუდოდ
საბაჟოზე მუშაობდა და შეხება ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან. როგორც
დაბაში ამბობენ, ინფიცირებული მშობლებთან, ახალდაბაში, რამდენიმე დღის
წინ, თბილისიდან ჩამოვიდა. მალევე ის ბაკურიანის საკარანტინე ზონაში
გადაიყვანეს. ახლა ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა
მიმდინარეობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.