1050 იძულებით გადაადგილებული ოჯახი დახმარებას მიიღებს
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
1050 დევნილ ოჯახს სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრებს
გადასცემს.
1000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახის დახმარების მიზნით,
სააგენტოს ბიუჯეტში 100 000 ლარამდე გამოიყო. ამ ეტაპზე, არსებული
საჭიროებების გათვალისწინებით, დახმარებას მრავალშვილიანი ოჯახები,
მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და
ონკოლოგიური ავადმყოფები მიიღებენ. ამასთან, აღნიშნული დევნილი
ოჯახები რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა
ბაზაში და მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა. ნობათისა და
ჰიგიენური საშუალებების დარიგება, როგორც თბილისში ისე საქართველოს
ყველა რეგიონში, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით დღეიდან დაიწყო.