საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ორი ახალი ავიარეისი დაინიშნა
ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად საქართველოს მთავრობის მიერ
შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამშობლოში
მოქალაქეთა დასაბრუნებლად კიდევ ორი ავიარეისი დაინიშნა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, 30
აპრილს შესრულდება თბილისი-მადრიდი-თბილისის და 2 მაისს
თბილისი-პრაღა-თბილისის რეისები.
გარდა ამისა შესრულდება ავიარეისები:
14 აპრილი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;
16 აპრილი - თბილისი-პარიზი-თბილისი;
18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი;
21 აპრილი - თბილისი-რომი-თბილისი;
24 აპრილი - თბილისი-ბარსელონა-თბილისი;
27 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მოქალაქეების
დაბრუნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესებით
ხორციელდება და თვითმფრინავში მგზავრების განლაგება ხდება
ჭადრაკისებრი პრინციპით.