ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდა
ხაშურის მუნიციპალიტეტში, გომის თემში მდებარე სოფელ ხიდისყურში,
უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდა.
სოფლის ყველა შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს. გადაადგილება აიკრძალა
ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. ინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრი
საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.
ხიდისყურში დაიკეტა მაღაზიაც, რომლითაც ინფიცირებული ქალი ხშირად
სარგებლობდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალს Covid 19-ით ინფიცირება
გუშინ დაუდასტურდა. აღნიშნული პირი თბილისში ცხოვრობს და ხაშურის
მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისყურში მდებარე აგარაკზე ოჯახის წევრებთან
ერთად იმყოფებოდა.