ისტორიაში პირველად აშშ უბედურების ზონად გამოცხადდა
კორონავირუსის გავრცელების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა
ვაიომინგის შტატში უბედურების ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება
დაამტკიცა, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ის ისტორიაში, პირველად, ყველა შტატი
უკვე ერთდროულად მოექცა უბედურების ზონის ფარგლებში.
თეთრი სახლის ინფორმაციით, უბედურების ზონად გამოცხადების შემთხვევაში
შტატებს და ადგილობრივ მთავრობებს, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებს
საშუალება ეძლევათ ფედერალური დაფინანსება მიიღონ.
შტატის მთავრობებს, ასევე, დაეხმარებიან ფედერალური რესურსებით,
როგორებიც არის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო და
არმიის საინჟინრო კორპუსი. გადაწყვეტილება ქვეყანაში მას შემდეგ
მიიღეს, რაც გარდაცვლილთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა, ხოლო
ინფიცირებულთა რაოდენობამ - ნახევარ მილიონს.