წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის ღამეს 23:00 საათის შემდეგ მიიტანენ
წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის ღამეს 23:00 საათის
შემდეგ მიიტანენ. ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში, "პილიგრიმ
ტურსის" ტურიზმის დირექტორმა, ცისანა გემაზაშვილმა ჟურნალისტებს
განუცხადა, რომელიც ისრაელში ორ სასულიერო პირთან ერთად გაემგზავრება.
მისივე ინფორმაციით, წმინდა ცეცხლს სასულიერო პირებს საქართველოს
საელჩოს წარმომადგენელი აეროპორტში, თვითმფრინავში გადასცემს.
„წელს განგებამ სხვანაირად გამოგვიწერა. თვითმფრინავში ვიჯდებით
მხოლოდ ორი სასულიერო პირი და მე. თვითმფრინავში ამოგვიტანს საელჩოს
თანამშრომელი მადლმოსილ ცეცხლს. მადლობა პატრიარქს, მივიღე მისგან
კურთხევა და წელს კიდევ გავახარებ ჩემს ერს, ჩემს დედა ეკლესიას,
ყველას. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ სიყვარული დაგვაკლდა. უნდა
გავამრავლოთ სიკეთე, 23:15 საათზე ჩამოფრინდება თვითმფრინავი თბილისის
საერთაშორისო აეროპორტში. აქედან თვითმფრინავი ჩაფრინდება თელ-ავივის
ბენ-გურიონის აეროპორტში, თუმცა არ გვაქვს თვითმფრინავიდან გადასვლის
უფლება, არც მამა დავითს, არც მამა თეიმურაზს და არც მე“, - განაცხადა
გემაზაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამავე თვითმფრინავით ისრაელიდან საქართველოს
მოქალაქეების ნაწილსაც წამოიყვანენ.