სააღდგომო ლიტურგიის შესახებ გადაწყვეტილებები დიდ ხუთშაბათს გახდება ცნობილი
ის რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ტელევიზორის
მეშვეობით ადევნებენ თვალს სააღდგომო ლიტურგიას, არასწორი
განცხადებაა, რადგან ხელისუფლებაშიც არიან ადამიანები, ვინც მოვლენ და
დაესწრებიან , - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა,
მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღდგომის ლიტურგიის ჩატარების თაობაზე ეკლესიის
გადაწყვეტილება დიდი ხუთშაბათის შემდეგ გახდება ცნობილი.
„აქ სალაპარაკო და სამსჯელო არაფერია, ეს სწრაფად მისაღები
გადაწყვეტილებაა, რომელიც სავარაუდოდ, მიღებული იქნება დიდი
ხუთშაბათის შემდეგ''.