საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული 252 ადამიანიდან 60 გამოჯანმრთელებულია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 252
შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.კარანტინის რეჟიმშია
4929 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 405 პირი.
ინფორმაციისთვის, 252 ადამიანიდან 60 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.