სომხეთი საგანგებო მდგომარეობას 30 დღით ახანგრძლივებს
სომხეთი საგანგებო მდგომარეობას 30 დღით გაახანგრძლივებს. ამის
შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა „ფეისბუქით“ მიმართვისას
განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აღნიშნული ზომის მიღება
გარდაუვალია.
იმისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს, ის მომავალ
კვირას პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. სომხეთში დღევანდელი
მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 966-მდე
გაიზარდა.
გუშინ, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ტიგრან ტოროსიანმა მედიასთან
აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყანაში კონტროლს აღარ
ექვემდებარება.